ვერ დავთვლი დღეში რამდენჯერ შევდივარ საძიებო პორტალზე google და რამდენ ჩემთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ვნახულობ. დაgoogleვა უკვე ისეთივე პროცესი გახდა როგორც ჭამის წინ ხელების დაბანა და ძილის წინ ფეხსაცმელების გახდა (!:P) ყველა ადამიანმა ვისაც ინტერნეტი გაუგია იცის, რომ რომ google მას ცხოვრებას ყოველთვის გაუმარტივებს... მკითხველმა კი ალბათ ის ვერ გაიგო რა აზრი აქვს ამ ყველაფრის წერას და რატომ მოვყევი google-ის ქება დიდებას. ვეცდები ავხსნა.
...
ვთქვათ რომელიმე ქვეყანაში (სულერთია) კომპიუტერთან ზის ერთი ცნობისმოყვარე ...მოცლილი ან სამყაროს შემეცნებით შეპყრობილი ადამიანი და ცდილობს google-ით ინფორმაცია მიიღოს. საიდანღაც გაუგია რომ არსებობს პატარა საქართველო ევროპისა და აზიის საზღვარზე, ამიტომ გრაფაში სიტყვა “Georgia”- ს კრეფს... ასეთი ძიება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ნახევარზე მეტი ინფორმაცია ამ დროს ამერიკის შტატ ჯორჯიაზე მოიძებნება. ცნობისმოყვარე უცხოელი არ ნებდება და აგრძელებს: ამჯერად google -ში ასეთ ფრაზას წერს ...”People in Georgia”........ და ჰოი საოცრებავ..... ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ქართველები! საქართველოს სხვადასხვა ულამაზესი კუთხეები! კავკასიონის მწვერვალები და ქართველი ალპინისტები! გუდაური და მოთხილამურე ადამიანები! აყვავებულ ბათუმის ბულვარში მოსეირნე ხალხი! რომელ ჭკუათამყოფელს არ მოუნდება აქ ჩამოსვლა და საქართველოს ნახვა!... მაგრამ რამე ხომ არ შემეშალა.. მგონი ჩვენს უცხოელს სულ სხვა სურათი დახვდა...




... ....ეს ფოტოები მხოლოდ პირველ გვერდზე იყო. არც მე და ალბათ არც იმ უცხოელს მეორეზე გადასვლის სურვილი არ გაუჩნდება და მგონი არც “დალოცვილ ივერიაში: ჩამოვა არასდროს. ... ტელევიზორში კი ხანდახან სიტყვა ტურისტებს ახსენებენ ხოლმე.. თუმცა მგონი ეგ ჩვენ არ გვეხება. სად საქართველო და სად ტურიზმი... უი არა ეგ სხვა გამოთქმაა....
Комментариев нет:
Отправить комментарий