


მსოფლიო....: ერთი მთლიანი სოფელი თუ ჭური ან შავი ზღვის ფსკერი.. 21-ე საუკუნე ... ისე იმეორებენ თითქოს 221-ე იყოს...
... სად შეგვიძლია .... არა touchscreen-იან ტელეფონზე კი არ ვამბობ რამეს ..
ძალიანაც მომწონს მარა.... ყველას ხო არ აქვს ეგ ტელეფონი.... იცი ალბათ უფრო ვის არ ექნება?? აი იმათ.. შიმშილით რომ კვდებიან... რამდენი არიანო რა ეწერა....(?).... აა ხო 25 ათასამდე ადამიანი.... ხო არ გგონია წელიწადში ...აარა.. დღეში! .....
.... თითქოს ძალიან ადვილია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება... ოპაა უცბათ გადარეკე-გადმორეკე, დაგუგლე ან ჩართე ტელევიზორი... ათასი გზაა.. მარა რა.. ინფორმაცია ერთია და სიმართლე მეორე.. ეს კაკტუსის მოვლის წესებს ან ძაღლის სწორ კვებას არ ეხება რა თქმა უნდა (მადლობა ღმერთს) ..მაგრამ რჩება კიდევ რაღაც- რაღაცეები.. აი ისეთი რაღაცეები ჩვენ ცხოვრებას რომ ცვლის, შიგნით მნიშვნელოვან ... თანაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს რომ წყვეტს.. ყველა გადაწყვეტილებაზე რომ მოქმედებს და კიდევ იმაზე შვილს როგორ და რა ღირებულებებით გაზრდი...
..ცოტა გაუგებრად ვწერ .. აშკარად ვხვდები.. გარედან უკვე ჩიტების ჭიკჭიკი თუ ჟღურტული მესმის და ალბათ ამიტომ... წარმომიდგენია როგორ გამიჭირდება დაძინება.. .. . ხო რას ვამბობდი... სამწუხაროა და გულისამაჩუყებელიამეთქი რომ არავინ არაფერი არ ვიცით.... ხო .. გულის აჩუყებაზე რა გითხრათ მაგრამ ეს გრძნობა... აი ხომ იცით..რაღაცნაირი.. ჭიანჭველის ფეხად რომ გაგრძნობინებს თავს... (კარგია თუ არ იცით)... ხოდა ეგ გრძნობა ნერვების მომშლელია ძალიან... მაგრამ რეალისტი ვარ ბუნებით (!:) და ვეგუები.. აბა რო არ შევეგუო რა ვქნა.. ხელები გავშალო და დიდი სცენიდან ხალხს მოვუწოდო; “თვალები გაახილეთ ხალხნო! გვატყუებენ!! ყველანი გატყუებენ!”და თვალებიდან ცრემლები წამომივიდეს...? და მერე სანამ გინების კორიანტელი დამეწევა გამოვასწრო..?:) მეც ვფიქორბ რომ არა.. ..
.... ფარდები გადავწიე ...ვერ ვიტან რომ თენდება ესე სწრაფად და დაძინებას არ მაცდის! ხოდა იმას ვწერდი რომ ზღვის ფსკერზე ვცხოვრობთმეთქი .... ძალიან ღრმად ..მაგრამ მაინც კარგია... კარგი კიარა გადასარევი! იცით რა?? რომ არ ვიხრჩობით!:)) ჰაჰა:) მე რეალისტი კიარა ოპტიმისტი ვყოფილვარ!:)




... ....





