воскресенье, 3 мая 2009 г.

1 ბავშვი... ყოველ 5 წამში!

სანამ მე ამ წინადადების დაწერას შენ კიდევ წაკითხვას დაამთავრებ სადღაც აფრიკაში ბავშვი დაიღუპება. დაიღუპება შიმშილისგან ან დაავადებისგან, რომელისგანაც ჩვენი შვილები აცრილები არიან. მიუხედავად იმისა რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებს წამყვანი სახელმწიფოები გულისხმიერად უწევენ დახმარებას მონაცემები, რატომღაც წლიდან წლამდე უარესდება. 

გაზეთებში წერენ და ტელევიზორში აცხადებენ: როგორ გამოიყო მილიარდები განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორ გაეგზავნათ მოშიმშილეებს ჰუმანიტარული დახმარება, საჭმელი, მედიკამენტები, ტანსაცმელი. როგორ ეძებენ მსოფლიოს პირველი პირები და ორგანიზაციები გამოსავალს.. თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ პოულობენ. შემდეგ ყველას ისევ პირადი და საკუთარი ქვეყნის პრობლემები ახსენდება და ამ დროს კიდევ იღუპება ბავშვი შიმშილისგან ... სადმე .....მაგალითად მადაგასკარზე.. ნამდვილად მადაგასკარზე?? მულტფილმში ეს არ ჩანს.... 

მალავის მაცხოვრებლებს საარსებოდ დღეში დაახლოებით ერთი დოლარი აქვთ. ამ დროს შენ გაიფიქრე რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი გაჭირვებულია?? ძალიან ბევრს აქაც არა აქვს პურის ფული...?.. სწორი დაკვირვებაა. 


ფორბსის სიის მიხედვით გალენ ვესტონი ყველაზე ღარიბი მილიარდერია, 5 მილიარდით ის მხოლოდ მეასე ადგილზე აღმოჩნდა, მისი ოჯახის ბიზნესი Aსსოციატედ Bრიტისჰ Fოოდს უკვე 50 წელზე მეტია რაც ადამიანების გამოკვებაზე ზრუნავს.. არა, ოღონდ იმ ადამიანების არა ვინც შიმშილობს, ისინი ხომ შემოსავლის წყაროს არ წარმოადგენენ. ვინც შემოსავლის წყარო ვერ გახდება ის კარგი და იაფი მუშა ხელია. ეს კორპორატიული აზროვნება ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია გადმოსწვდა და იმპერიალისტური გეგმებიც უკვე განხორციელდა. მესამე მსოფლიოს ქვეყნების მსგავსად ჩვენც არაერთხელ მოგვისმენია და გვინახია რამდენი მილიარდი გამოყვეს ჩვენთვის, რამდენი გაჩერებული გაუქმებული ქარხნები, საწარმოები შეისყიდეს იმისთვის რომ აამუშაონ, რამდენი ტერიტორიები შეიძინეს რომ გააშენონ. მიუხედავად ამ დიდსოლოვანი, არაერთი საქციელისა ამ ფაქტების გამო სიხარულს ცოტა თუ გამოხატავს. ალბათ იმიტომ რომ ყველას გვესმის -- ვალი, რომელიც ქვეყანას დაედო ისევ ჩვენი გადასახდელია.  
"ჩვენ უფლება არა გვაქვს, ჩვენს მომავალ თაობებს გაყიდული საქართველო დავუტოვოთ” ასეთ გამოძახილებს ხშირად გაიგებს ადამიანი.. თუმცა დასაფიქრებელია გაყიდული საქართველოს დატოვების უფლება არ გვაქვს თუ გაყიდვის უფლება არ გვქონდა... რთული საკითხია და არც მის განხილვას აქვს აზრი. 


ოფიციალური წყაროებიდან 2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 2 მლრდ 324 მლნ 908 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 

ქვეყნები ; ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრია, ჩინეთი, გერმანია..... 

ორგანიზაციები: ევროგაერთიანება, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი.. 

ეს იმათი მოკლე ჩამონათვალია ვისიც გვმართებს.. და ვის გაუგია ვალი პროცენტის გარეშე..  


პატრიოტი ქართველები გამოსავალს ქვეყნის სიყვარულში ხედავენ და რაოდენ სამწუხაროა რომ ასეთი დიდებული იდეები საბოლოოდ უცილობელ მარცხს განიცდიან.  

ჩვენი მსგავსი ქვეყნების არაერთ მაგალითზე ( ეკვადორი, პანამა, ბოლივია,) დასკვნების გამოტანა რთული არ არის.. საქართველო ვერ გაბრწყინდება იმ მიმართულებით როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია... ვალს ვერავინ გადაიხდის...
და რა ხდება როცა ვინმე ვალს ვერ აბრუნებს.. ის ფუფლოა..?? არა მსოფლიო არენაზე ასე არ არის... 

დიდი ხანი არკვევდა საზოგადოება და ვერ გაარკვია გაყიდა თუ არა ბენდუქიძემ ტყეები და მდინარეები, თუმცა აქ მთავარი გამოგვრჩა-ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვალის სანაცვლოდ კრედიტორს დიდი არჩევანი აქვს. ქვეყნის რესურსების და სისტემების პრივატიზაცია მას რა თქმა უნდა არ ავიწყდება. ისიც ახსოვს რომ საკუთარი სამხედრო ნაწილების გავარჯიშება აქ ყოველთვის შეუძლია, მხარდაჭერაზე საუბარი ზედმეტია. თავისთავად უხერხულიც არის როცა მევალეს ვალს ვერ უბრუნებ და ამ დროს ცუდათ მოიხსენებ.


 

ზემოთხსენებული სიტუაცია მგონი კარგად ნაცნობი და გასაგებია , გაუგებარი მხოლოდ ის არის როდემდე შეიძლება ადამინმა ტყუილში იცხოვროს. როდემდე შეიძლება ჰქონდეს ფუჭი იმედი, როდემდე შეიძლება იცავდეს იმას რაც მას აღარ ეკუთვნის და როდემდე უნდა აძლევდნენ მას ცრუ დაპირებებს. ...

ისევე როგორც არაერთი ქვეყანა დიდი ხანია საქართველოც იპერიის ნაწილია. იმ იპერიის რომელიც ჯერ ანადგურებს, მერე ეხმარება, შუალედში კი ძალიან დიდ შემოსავალს ნახულობს. ...........



ბლოგის პირველი არტიკლი ამით მთვარდება, თუ თავიდან ბოლომდე წაიკითხე ესე იგი საშუალოდ 3 წუთი დაგჭირდა, ამ დროში კი სიღარიბისგან და შიმშილისგან 36 ბავში დაიღუპა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий